ხორბალი
პურეულ მცენარეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვან კულტურას ხორბალი წარმოადგენს.
ხორბალი ერთ–ერთი უძველესი კულტურათაგანია. არქეოლოგიურ განათხრებში მრავლად არის აღმოჩენილი ხორბლის მარცვლები ევროპის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ადგილებში,ძველი ადამიანის სადგომებთან და სამარხებში ხორბლის კულტურის ერთ–ერთ ძირითად და პირველად კერად საქართველო ითვლება. ამას ადასტურებს კოლხეთის არქეოლოგიურ განათხრებში ნაპოვნი დანახშირებული ხორბლის მარცვლები და აგრეთვე ხორბლის ფორმათა ის დიდი მრავალფეროვნება, რომლითაც საქართველო ხასიათდება. საქართველოში ამჟამად გვხვდება ხორბლის ისეთი სახეობანი, რომლებიც სრულიად უცნობია სხვა ქვეყნებისათვის. ასეთებია მახა,ზანდური,დიკა და სხვა.
ხორბალი ამჟამად ყველაზე მეტად გავრცელებული კულტურაა მთელ მსოფლიოში. მის მიერ დაკავებუკი ფართობი 165–175 მილიონ ჰექტრამდე აღწევს.ეს კი საერთო სახნავ–სათესი ფართობების 20% მეტია.
ხორბალი გავრცელებულია საქართველოში განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ხორბლის ასეთი ფართო გავრცელების მიზეზი ისაა, რომ იგი ყველაზე უკეთესი სასურსათო პურეულია.
პურეულთა შორის ხორბლის გვარი ყველაზე მეტი მრავალფეროვნებით ხასიათდება. გვარში შემავალ სახეობათა რაოდენობა 18–მდეა. ხორბლის სახეობები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: კილიან და უკილო ხორბლად. საქართველოში გავრცელებული კილიანი ხორბლის ჯიშებია:ასლი,გვაწა–ზანდური,ჩელტა–ზანდური,მახა და სხვა.
უკილო ხორბლის ჯიშებია:გომბორულა,დოლის პური,იფქლი ხულუგო,დიკა, ინგლისური ხორბალი, ქონდარა და სხვა.
უძველეს დროში ადამიანებს ვერც ხორბალი მოჰყავდათ და არც პურის ცხობა იცოდნენ.ველური ადამიანი გარეულ ხორბალს აგლეჯდა თავთავებს ბეგვდა მარცვლებს ხალავდა და მოხარშულს ფაფის სახით ჭამდა.შემდეგში ადამიანი მიხვდა და ისწავლა ჯერ
ყანის თესვა და მერე ლეწვა კევრით.შემდეგ მარცვლის დაფქვა ჯერ გამოიგონეს ხელსაფქვავი შემდეგ წყლის წისქვილი და ბოლოს ელექტრო წისქვილი.
ამჟამად საქართველოში გავრცელებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშებია: დოლის პური,ახალციხური წითელი დოლის,ადგილობრივი დოლი,ცეზიუმი,კრასნოდარკა,ფერუგინეუმ,ძალისურა,ნოვოუკ–რაინკა,კახი,ხოზო,რაჭულა,ლაგოდეხის გრძელ თავთავა,თავთუხი და შავფხა.
მას შემდეგ რაც მიხვდა ადამიანი,რომ ხორბალი კულტურულ მეცენარედ გადაექცია დაიწყო მისი თესვა.უძველეს დროში ხორბლის დასათესად მიწას ხელის იარაღით ამუშავებდნენ, ხელით თესავდნენ და მოსავალსაც ხელით იღებდნენ მოგვიანებით შეიქმნა სახნავი და სათესი.ხოლო შემდეგ განვითარდა სახნავ სათესი ტექნიკა.ახლა ხორბალს თესავენ თანამედროვე ტრაქტორით და მოსავალს იღებენ კომბაინით.