Friday, November 25, 2011

ხორბლი მოსავლის აღება ძველი და ახალი მეთოდებით


      პურეულის მოსავლის აღებას მკა ეწოდება.მოწეულ მოსავალს მკათათვეში იღებენ.უწინ მოსავალს ასე იღებდნენ.მომკელებს ქალები მიჰყვებოდნენ და მოჭრილ თავთავებს ძნებად კრვდნენ.შეგროვებულ ძნებს თავდაპირველად ყანაში ტოვებდნენ.ერტად დადგამდნენ ისე, რომ ჰაერზე კარგად განივებულიყო და თავთავები კარგად გამომშრალიყო,შემდეგ ურმებით კალოზე ჩამოიტანდნენ და ზვინებად დგამდნენ,ზვინებიდან დროდადრო ძნებს ჩამოშლიდნენ,კალოზე გაშლიდნენ და დალეწავდნენ.ლეწვა თავთავიდან მარცვლის გამოღებას ნიშნავს,ლეწვას სჭირდებოდა სპეციალური მოწყობილობა კევრი.ახლა ყანაში მარცვლეულის აღებისა და ლეწვისთვის კომბაინს იყენებენ ის ერთდროულად ორ მოქმედებას ასრულებს:მკის და ლეწავს მარცვალს.საერთოდ ყველა მცენარის დროულად აღება დიდ გავლენას ახდენს მოსავლის უდანაკარგოდ  აღებაზე იგი ყველაზე მეტად ხორბლეულზე ითქმის  დროულად თუ არ ავიღეთ,მწიფე მარცვალი ჩაცვივა და თავთავი ხშირად განახევრებული მარცვლით დაგვრჩება.ხორბლის სიმწიფე სამ ფაზას გაივლის რძისებრ,ცვილისებრს და მაგარ ანუ სავსეს.ხორბლის მარცვალი მაშინ უნდა ავიღოთ,როდესაც იგი სავსეა და მაგარი.დაგვიანება მართალია მარცვალს არ ვნებს,მაგრამ მარცვალს ამცირებს.ხორბალს ძირითადად კომბაინით იღებენ.

Thursday, October 27, 2011

                ხორბალი
პურეულ  მცენარეთა შორის  ყველაზე  მნიშვნელოვან  კულტურას  ხორბალი  წარმოადგენს.
ხორბალი  ერთ–ერთი უძველესი  კულტურათაგანია. არქეოლოგიურ  განათხრებში  მრავლად  არის  აღმოჩენილი  ხორბლის  მარცვლები  ევროპის, აზიისა და  აფრიკის  სხვადასხვა   ადგილებში,ძველი ადამიანის  სადგომებთან  და  სამარხებში  ხორბლის  კულტურის  ერთ–ერთ  ძირითად  და  პირველად  კერად  საქართველო  ითვლება. ამას ადასტურებს  კოლხეთის არქეოლოგიურ  განათხრებში  ნაპოვნი  დანახშირებული  ხორბლის  მარცვლები  და აგრეთვე  ხორბლის  ფორმათა  ის  დიდი  მრავალფეროვნება, რომლითაც  საქართველო  ხასიათდება. საქართველოში   ამჟამად  გვხვდება  ხორბლის  ისეთი  სახეობანი,  რომლებიც  სრულიად  უცნობია  სხვა  ქვეყნებისათვის. ასეთებია მახა,ზანდური,დიკა და სხვა.
ხორბალი  ამჟამად ყველაზე  მეტად  გავრცელებული კულტურაა  მთელ  მსოფლიოში. მის მიერ  დაკავებუკი  ფართობი  165–175 მილიონ  ჰექტრამდე  აღწევს.ეს კი საერთო სახნავ–სათესი  ფართობების 20% მეტია.
ხორბალი  გავრცელებულია  საქართველოში  განსაკუთრებით  მის  აღმოსავლეთ  ნაწილში. ხორბლის  ასეთი ფართო  გავრცელების მიზეზი  ისაა, რომ  იგი  ყველაზე  უკეთესი  სასურსათო პურეულია.
პურეულთა   შორის  ხორბლის  გვარი  ყველაზე  მეტი  მრავალფეროვნებით  ხასიათდება. გვარში  შემავალ სახეობათა  რაოდენობა 18–მდეა. ხორბლის  სახეობები იყოფა  ორ  ძირითად  ჯგუფად: კილიან  და უკილო  ხორბლად. საქართველოში გავრცელებული კილიანი ხორბლის ჯიშებია:ასლი,გვაწა–ზანდური,ჩელტა–ზანდური,მახა  და სხვა.
უკილო ხორბლის ჯიშებია:გომბორულა,დოლის პური,იფქლი  ხულუგო,დიკა, ინგლისური ხორბალი, ქონდარა და სხვა.
უძველეს დროში ადამიანებს ვერც ხორბალი მოჰყავდათ და  არც პურის ცხობა იცოდნენ.ველური ადამიანი გარეულ ხორბალს აგლეჯდა თავთავებს ბეგვდა მარცვლებს ხალავდა და მოხარშულს ფაფის სახით ჭამდა.შემდეგში ადამიანი მიხვდა და ისწავლა ჯერ
 ყანის თესვა და მერე ლეწვა კევრით.შემდეგ მარცვლის დაფქვა ჯერ გამოიგონეს ხელსაფქვავი შემდეგ წყლის წისქვილი და ბოლოს ელექტრო წისქვილი.
ამჟამად საქართველოში გავრცელებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშებია: დოლის პური,ახალციხური წითელი დოლის,ადგილობრივი დოლი,ცეზიუმი,კრასნოდარკა,ფერუგინეუმ,ძალისურა,ნოვოუკ–რაინკა,კახი,ხოზო,რაჭულა,ლაგოდეხის გრძელ თავთავა,თავთუხი და შავფხა.
მას შემდეგ რაც მიხვდა ადამიანი,რომ ხორბალი კულტურულ მეცენარედ გადაექცია დაიწყო მისი თესვა.უძველეს დროში ხორბლის დასათესად მიწას ხელის იარაღით ამუშავებდნენ, ხელით თესავდნენ და მოსავალსაც ხელით იღებდნენ მოგვიანებით შეიქმნა სახნავი და სათესი.ხოლო შემდეგ განვითარდა სახნავ სათესი ტექნიკა.ახლა ხორბალს თესავენ თანამედროვე    ტრაქტორით და მოსავალს იღებენ კომბაინით.

Friday, July 15, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება":ხორბალი–პური"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან როგორ გახდა ხორბალი კულტურული მცენარე მისი მოყვანას და მოსავლის აღებას, პურის მიღების ტექნოლოგიას.
3. პროექტის აქტუალობა:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეისწავლიან მცენარეთა სელექციას და მათ მრავალფეროვნებას.
4. პროექტის მიზნები:  პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს გაუადვილდებათ პურის შესყიდვა საუკეთესო ხარისხით. გამოუმუშავდებათ :უფროსებთან ურთიერთობის, თანამშრომლობის და პატივისცემის  უნარ-ჩვევა, მიღებული ცოდნის პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.
5. მონაწილეთა ასაკი:  მე-7 და მე-7 კლასის მოსწავლეები.
6. ვადები-ხანგრძლივობა: ოქტომბერი-ნოემბერი
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აქტიურად ჩაებმებიან პროექტის მუშაობაში, მოიძიებენ თემის შესაფერის ინფორმაციას და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:   ქაღალდი, კალამი, წიგნები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემა  შეირჩა გაკვეთილზე მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვის მიხედვით. კითხვა იყო ასეთი: როგორ მოიფიქრეს თავდაპირველად ხორბლისაგან პური მიეღოთ?  ამის შესახებ გაიმართა მსჯელობა და გადაწყვიტეს პროექტის თემის სათაური ყოფილიყო ,, ხორბალი–პური"
 შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სამი ჯგუფი   გათვლის მეთოდით.  პირველ ჯგუფს მიეცა სამუშაო კითხვაზე:  ხორბლის ისტორია როგორ გახდა ხორბალი კულტურული მცენარე?
 მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას წიგნებიდან, გამოკითხვით უფროსებისგან და ოჯახის წევრებისგან, გადაიღებენ სურათებს და ერთი მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას. მეორე ჯგუფი იმუშავებს ხორბლის მოსავლის აღების საშუალებებზე(ძველი და ახალი მეთოდები)  დაკვირვებებით სურათების გადაღებით, ინფორმაციებით.  მესამე ჯგუფი იმუშავებს  ხორბლიდან პურის მიღების ტექნოლოგიაზე ჯგუფის ერთი წევრი წარმოადგენს პრეზენტაციას.
     ჯგუფები  წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას წერილობით, სურათებს, პლაკატებს და თუ აქვთ ვიდეო მასალას. ამ ყველაფერს გავაერთიანებთ და ჩამოვაყალიბებთ პროექტს.  ამ მასალებით შევაფასებ მათ ჩართულობას პროექტის მსვლელობაში,  მოძიებული  ინფორმაციის ხარისხსა და რაოდენობას და წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული(პრეზენტაციას წაროადგენენ წერითი ნამუშევრის  სახით), მათემატიკა(აწარმოებენ მცირე  მათემატიკურ გამოთვლებს) , ბუნება(აკვირდებიან როგორ ვითარდება მცენარე ). პროექტი პასუხობს ესგ-ს მოთხოვნას: მოსწავლე შეძლებს ორგანიზმების (მცენარეების) მრავალფეროვნება  დაუკავშიროს ევოლუციის პროცესს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინე კენკებაშვილი (ბიოლოგია).
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა.marinekenkebashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:marinekenkebashvili.blogspot.com