Friday, July 15, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება":ხორბალი–პური"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან როგორ გახდა ხორბალი კულტურული მცენარე მისი მოყვანას და მოსავლის აღებას, პურის მიღების ტექნოლოგიას.
3. პროექტის აქტუალობა:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები შეისწავლიან მცენარეთა სელექციას და მათ მრავალფეროვნებას.
4. პროექტის მიზნები:  პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს გაუადვილდებათ პურის შესყიდვა საუკეთესო ხარისხით. გამოუმუშავდებათ :უფროსებთან ურთიერთობის, თანამშრომლობის და პატივისცემის  უნარ-ჩვევა, მიღებული ცოდნის პრეზენტაციის უნარ-ჩვევა.
5. მონაწილეთა ასაკი:  მე-7 და მე-7 კლასის მოსწავლეები.
6. ვადები-ხანგრძლივობა: ოქტომბერი-ნოემბერი
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აქტიურად ჩაებმებიან პროექტის მუშაობაში, მოიძიებენ თემის შესაფერის ინფორმაციას და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები:   ქაღალდი, კალამი, წიგნები, კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემა  შეირჩა გაკვეთილზე მოსწავლის მიერ დასმული შეკითხვის მიხედვით. კითხვა იყო ასეთი: როგორ მოიფიქრეს თავდაპირველად ხორბლისაგან პური მიეღოთ?  ამის შესახებ გაიმართა მსჯელობა და გადაწყვიტეს პროექტის თემის სათაური ყოფილიყო ,, ხორბალი–პური"
 შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სამი ჯგუფი   გათვლის მეთოდით.  პირველ ჯგუფს მიეცა სამუშაო კითხვაზე:  ხორბლის ისტორია როგორ გახდა ხორბალი კულტურული მცენარე?
 მოსწავლეები მოაგროვებენ ინფორმაციას წიგნებიდან, გამოკითხვით უფროსებისგან და ოჯახის წევრებისგან, გადაიღებენ სურათებს და ერთი მოსწავლე წარმოადგენს პრეზენტაციას. მეორე ჯგუფი იმუშავებს ხორბლის მოსავლის აღების საშუალებებზე(ძველი და ახალი მეთოდები)  დაკვირვებებით სურათების გადაღებით, ინფორმაციებით.  მესამე ჯგუფი იმუშავებს  ხორბლიდან პურის მიღების ტექნოლოგიაზე ჯგუფის ერთი წევრი წარმოადგენს პრეზენტაციას.
     ჯგუფები  წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას წერილობით, სურათებს, პლაკატებს და თუ აქვთ ვიდეო მასალას. ამ ყველაფერს გავაერთიანებთ და ჩამოვაყალიბებთ პროექტს.  ამ მასალებით შევაფასებ მათ ჩართულობას პროექტის მსვლელობაში,  მოძიებული  ინფორმაციის ხარისხსა და რაოდენობას და წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული(პრეზენტაციას წაროადგენენ წერითი ნამუშევრის  სახით), მათემატიკა(აწარმოებენ მცირე  მათემატიკურ გამოთვლებს) , ბუნება(აკვირდებიან როგორ ვითარდება მცენარე ). პროექტი პასუხობს ესგ-ს მოთხოვნას: მოსწავლე შეძლებს ორგანიზმების (მცენარეების) მრავალფეროვნება  დაუკავშიროს ევოლუციის პროცესს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მარინე კენკებაშვილი (ბიოლოგია).
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა.marinekenkebashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:marinekenkebashvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment